ოქროს ბურთი 2026
26 ოქტ 2026

ოქროს ბურთი 2026

დღეს, 26 ოქტომბერს, ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს - "ოქროს ბურთის“ მფლობელი გამოვლინდება. ცერემონიის მთავარი ინტრიგა წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაა, თუმცა დაჯილდოების ფარგლებში სხვა ინდივიდუალური პრიზების მფლობელებიც დასახელდებიან.

განსაკუთრებულ ინტერესს ქართველი გულშემატკივრებისთვის ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობა იწვევს. "პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი მამაკაცთა "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორისაა. მისთვის ეს ჯილდოზე ზედიზედ მეორე ნომინაციაა, კარიერაში კი - მესამე. თუმცა, ტრამვის გამო, რომელიც კვარაცხელიამ "ბარსელონას" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო, ცერემონიას ვერ დაესწრება. მან რამდენიმე დღეში ოპერაცია უნდა გაიკეთოს.

წლევანდელი ცერემონია განსაკუთრებულია, რადგან "ოქროს ბურთი" დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ლონდონში, "ლონდონ პალადიუმის“ თეატრში გაიმართება. ცერემონიას ტიერი ანრი და ქეით სკოტი გაუძღვებიან.

 
 

მამაკაცთა და ქალთა "ოქროს ბურთის“ გარდა, საღამოს განმავლობაში წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მეკარეებს, მწვრთნელებსა და კლუბებსაც დააჯილდოებენ. ასევე გამოვლინდებიან წლის საუკეთესო თავდამსხმელები და სოკრატესის ჯილდოს მფლობელი.

გასული წლის მამაკაცთა "ოქროს ბურთის“ მფლობელი უსმან დემბელე გახდა, ქალთა შორის კი ჯილდო აიტანა ბონმატიმ მოიპოვა. დღეს გაირკვევა, ვინ გააგრძელებს მათ გზას და ჩაიწერს საკუთარ სახელს ფეხბურთის ისტორიის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გვერდზე. 

USN