მსოფლიო ჩემპიონატი 2026 - FIFA-ს შემოსავლები და ხარჯები

2026 წლის უკვე დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატი FIFA-სთვის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ტურნირი იყო. საერთო შემოსავალი დაახლოებით $15 მილიარდი, რაც 2022 წლის $7.57 მილიარდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.

 

ეს ძირითადად განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტორით:

  • მონაწილე ნაკრებების 48-მდე გაზრდით
  • მატჩების რაოდენობის ზრდით (64-დან 104-მდე);
  • ბილეთების მაღალი ღირებულების მიუხედავად რეკორდული გაყიდვებით
  • სატელევიზიო ტრანსლირების უფლებებით და სპონსორები

 

ეს კი თანხობრივად ასე გადანაწილდა (დაახლოებით) :

 

- ტრანსლირების და სრტიმინგის უფლებები        $6-7 მილიარდი

-  სპონსორები და პარტნიორი კომპანიები            $4-5 მილიარდი

-  ბილეთები                                                                 $2-2.5 მილიარდი

-  VIP ლოჟები, პრემიუმ პაკეტები                             $1-1.5 მილიარდი

- ლიცენზირება, მერჩენდაიზინგი                            $0.5-1 მილიარდი

 

 

რაც შეეხება ბილეთებიდან შესულ თანხას

  • 104 მატჩი;
  • დაახლოებით 65–70 ათასი მაყურებელი თითო მატჩზე;

სულ გამოდის დაახლოებით 6.8–7.3 მილიონი გაყიდული ბილეთი. საშუალო ბილეთის ფასის გათვალისწინებით, ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი $2 მილიარდზე მეტია.

ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მილიარდობით მაყურებელი უყურებს ჩემპიონატს, ამის გათვალისწინებით, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიებისგან ტრანსლირების უფლებიდან მიღებული შემოსავალი $6–7 მილიარდს აღწევს.

 

ხარჯები:

ეს $15 მილიარდი შემოსავალია და არა მოგება. ტურნირის ორგანიზების და გამართულობის უზრუნველსაყოფად, FIFA- მნიშვნელოვანი ხარჯები აქვს:

  • საპრიზო ფონდი ეროვნული გუნდებისთვის;
  • ტურნირის ორგანიზება;
  • უსაფრთხოება;
  • მსაჯობა და VAR;
  • პერსონალი;
  • ფეხბურთის განვითარების პროგრამები მსოფლიოს მასშტაბით.

მიუხედავად ამისა, შემოსავალი მაინც აღემატება ხარჯს, იმდენადაც, რომ FIFA-ოთხ წელიწადში მიღებული შემოსავლის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ტურნირზე მოდის

 

ვრცლად

L'EQUIPE: "კვარა — ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტი"

"მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სადაც არც ერთ მოთამაშეს აშკარა უპირატესობა არ მოუპოვებია, პსჟ-ის ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში გამორჩეული სეზონის წყალობით „ოქროს ბურთის“ ლეგიტიმურ კანდიდატად მიიჩნევა" - წერს ფრანგული გამიოცემა L'EQUIPE 

ვრცლად

ოქროს ბურთის კანდიდატები

Ballon d'or-მა ოქროს ბურთის მოგების კანდიდატების 30 კაციანი სია დაასახელა. ნომინანტებს შორის არის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ამ ჯილდოზე ზედიზედ მეორედ, კარიერაში კი მესამედ არის ნომინირებული. 

კანდიდატთა სია კი ასეთია: 

 

🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿 ჯუდ ბელინგემი
🇪🇸 პაუ კუბარსი
🇪🇸 მარკ კუკურელია
🇫🇷 უსმან დემბელე
🇨🇴 ლუის დიასი
🇵🇹 ბრუნო ფერნანდეში
🇧🇷 გაბრიელ მაგალიაესი
🇳🇴 ერლინგ ჰაალანდი
🇲🇦 აშრაფ ჰაკიმი
🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿 ჰარი კეინი
🇬🇪 ხვიჩა კვარაცხელია
🇪🇸 ლამინ იამალი
🇸🇳 სადიო მანე
🇧🇷 მარკინიოსი
🇦🇷 ლაუტარო მარტინესი
🇫🇷 კილიან მბაპე
🇵🇹 ნუნუ მენდეში
🇦🇷 ლიონელ მესი
🇵🇹 ჟოაო ნევეში
🇫🇷 მაიკლ ოლისე
🇪🇨 უილიან პაჩო
🇲🇽 ხულიან კინიონესი
🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿 დეკლან რაისი
🇪🇸 როდრი
🇪🇸 ფაბიან რუისი
🇫🇷 უილიამ სალიბა
🇪🇸 ფერან ტორესი
🇫🇷 დაიო უპამეკანო
🇧🇷 ვინისიუს ჟუნიორი
🇵🇹 ვიტინია
 
 
 
გარდა ოქროს ბურთის მოგების კანდიდატებისა, დაასახელეს: გუნდები, მწვრთნელები, მეკარეები, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები.  
 
 
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid027Vx8von4SvoFW8kGENoHWvo6t75tBk9Rotj7pU8y53joTmsJnaH7iELKhKBWyVX9l%26id%3D100068248961512&show_text=true&width=500" width="500" height="653" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>
 
 
 
 
 

ვრცლად

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის შესახებ საუბრობს

ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის შესახებ ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე - ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია გავლენას მოახდენს თუ არა ოქროს ბურთის მოგებზე, პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინც წყვეტს აღნიშნული ჯილდოს გაცემას.

"დიდი პატივია, როდესაც ისეთი ლეგენდები, როგორიც მიშელ პლატინი და ტონი კროოსი არიან, მე მთვლიან ფავორიტად. როდესაც, თუნდაც ერთი ადამიანი თვლის, რომ მე ვიმსახურებ ჯილდოს მოგებას, ეს ნიშნავს, რომ ჩემ საქმეს კარგად ვაკეთებ და მინდა ამ დონეზე გავაგრძელო.

ფეხბურშიც და ცხოვრებაშიც ყველაფრის მწამს, ვნახოთ ცხოვრება რას მომცემს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ."

 

ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელია კი ჯილდოს მოგების 30 ნომინანტს შორის არის. 

ვრცლად

კატეგორია

USN