.jpeg)
09 სექ 2026
ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის შესახებ საუბრობს
ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის შესახებ ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე - ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია გავლენას მოახდენს თუ არა ოქროს ბურთის მოგებზე, პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინც წყვეტს აღნიშნული ჯილდოს გაცემას.
"დიდი პატივია, როდესაც ისეთი ლეგენდები, როგორიც მიშელ პლატინი და ტონი კროოსი არიან, მე მთვლიან ფავორიტად. როდესაც, თუნდაც ერთი ადამიანი თვლის, რომ მე ვიმსახურებ ჯილდოს მოგებას, ეს ნიშნავს, რომ ჩემ საქმეს კარგად ვაკეთებ და მინდა ამ დონეზე გავაგრძელო.
ფეხბურშიც და ცხოვრებაშიც ყველაფრის მწამს, ვნახოთ ცხოვრება რას მომცემს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ."
ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელია კი ჯილდოს მოგების 30 ნომინანტს შორის არის.