
27 ივლ 2026
იან დიომანდე "რეალში"
მადრიდის “რეალმა” იან დიომანდეს ტრანსფერის დეტალები შეათანხმა.
ღირებულება 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება და კოტ დივუარელი კონტრაქტს 2031 წლამდე გააფორმებს.
სამედიცინო შემოწმება მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.
ჟოზე მოურინიომ დიომანდეს დამატება პირადად ითხოვა, ფლორენტინო პერესი კი დასთანხმდა მწვრთნელის სურვილს.
ფეხბურთელმა ყველა დაინტერესებულ კლუბს აცნობა, რომ მისი სურვილია “რეალში” ითამაშოს.
იან დიომანდე ისტორიაში პირველი კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელი გახდება, რომელიც მადრიდის რეალის ღირსებას დაიცავს.