
უკრაინა-საქართველო
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების ბოლო შეხვედრას სტუმრად, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მიუხედავად რთული მდგომარეობისა და განვლილი მატჩების შედეგებისა, ჩვენს გუნდს ჯგუფში პოზიციის გაუმჯობესების გარკვეული შანსი კვლავ აქვს.
საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს, რაც რამდენიმე მნიშვნელოვანი თვალსაზრისით იქნება სასარგებლო.
მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში საქართველო B ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს და მარტში C ლიგის ერთ-ერთ მეორეადგილოსან ნაკრებთან პლეი-ოფის მატჩის ჩატარება აღარ მოუწევს. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში მოხვდება.
თუმცა, ჯგუფში ბოლო ადგილზე დასრულების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს მარტში B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფის მატჩების ჩატარება მოუწევს.