
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 - FIFA-ს შემოსავლები და ხარჯები
2026 წლის უკვე დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატი FIFA-სთვის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ტურნირი იყო. საერთო შემოსავალი დაახლოებით $15 მილიარდია, რაც 2022 წლის $7.57 მილიარდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.
ეს ძირითადად განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტორით:
- მონაწილე ნაკრებების 48-მდე გაზრდით
- მატჩების რაოდენობის ზრდით (64-დან 104-მდე);
- ბილეთების მაღალი ღირებულების მიუხედავად რეკორდული გაყიდვებით
- სატელევიზიო ტრანსლირების უფლებებით და სპონსორებით
ეს კი თანხობრივად ასე გადანაწილდა (დაახლოებით) :
- ტრანსლირების და სრტიმინგის უფლებები $6-7 მილიარდი
- სპონსორები და პარტნიორი კომპანიები $4-5 მილიარდი
- ბილეთები $2-2.5 მილიარდი
- VIP ლოჟები, პრემიუმ პაკეტები $1-1.5 მილიარდი
- ლიცენზირება, მერჩენდაიზინგი $0.5-1 მილიარდი
რაც შეეხება ბილეთებიდან შესულ თანხას
- 104 მატჩი;
- დაახლოებით 65–70 ათასი მაყურებელი თითო მატჩზე;
სულ გამოდის დაახლოებით 6.8–7.3 მილიონი გაყიდული ბილეთი. საშუალო ბილეთის ფასის გათვალისწინებით, ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი $2 მილიარდზე მეტია.
ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მილიარდობით მაყურებელი უყურებს ჩემპიონატს, ამის გათვალისწინებით, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიებისგან ტრანსლირების უფლებიდან მიღებული შემოსავალი $6–7 მილიარდს აღწევს.
ხარჯები:
ეს $15 მილიარდი შემოსავალია და არა მოგება. ტურნირის ორგანიზების და გამართულობის უზრუნველსაყოფად, FIFA-ს მნიშვნელოვანი ხარჯები აქვს:
- საპრიზო ფონდი ეროვნული გუნდებისთვის;
- ტურნირის ორგანიზება;
- უსაფრთხოება;
- მსაჯობა და VAR;
- პერსონალი;
- ფეხბურთის განვითარების პროგრამები მსოფლიოს მასშტაბით.
მიუხედავად ამისა, შემოსავალი მაინც აღემატება ხარჯს, იმდენადაც, რომ FIFA-ს ოთხ წელიწადში მიღებული შემოსავლის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ტურნირზე მოდის